გორის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი სპირიდონ ტატიაშვილია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
