Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა” – ნინო წილოსანი

March 25, 2026
“ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა” – ნინო წილოსანი

ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა – ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის არის რეციდივისტი და 16-ჯერ აქვს ჩადენილი, დაახლოებით, ერთი და იგივე დანაშაული“.

„ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის. მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. ის პირდაპირ აცხადებს, აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა, ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც მან თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს როგორც კანონდამრღვევი. ამიტომ საკუთარი ოჯახი და 4 შვილი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ყველაზე მეტად განსაცდელის ქვეშ მან მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკა არის, რომ რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ ეს დამნაშავეები. ჩვენ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიას და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში მათ საკუთარი თავიც დაიპატიმრეს გირაოს არგადახდით. შეეძლოთ გირაოს გადახდა და მაშინ ის აღკვეთის ღონისძიება არ მიესჯებოდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, რომ თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი, რომ საპატიმრო ჩაანაცვლოს გირაოთი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია არის დამნაშავე და არა გმირი და არც პოლიტიკური პატიმარი”, – განაცხადა წილოსანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  • ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაეთანხმა ბრალდების მხარე სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას
  • “ჩვენი გეგმაა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დავიწყოთ” – გიორგი ტყემალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge