Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ნიკა გვარამიას განცხადება ლოგიკურია, ყველა ოპოზიციონერ ფიგურას უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზიაც, რომ ქვეყანა მართოს მომავალში” – ირაკლი ფავლენიშვილი

March 25, 2026
“ნიკა გვარამიას განცხადება ლოგიკურია, ყველა ოპოზიციონერ ფიგურას უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზიაც, რომ ქვეყანა მართოს მომავალში” – ირაკლი ფავლენიშვილი

ყველა ოპოზიციონერ ფიგურას უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზიაც, რომ ქვეყანა მართოს მომავალში, თორემ ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ეს ლოგიკური განცხადებაა.

„ლოგიკური განცხადებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, მას არ აქვს შესაბამისი სახალხო ნდობა და ლეგიტიმაცია, რომ ქვეყანა მართოს. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერ ფიგურას უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზიაც, რომ ქვეყანა მართოს მომავალში, თორემ ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ეს კარგად იცის ნიკა გვარამიამაც და ყველამ. ძალიან ლოგიკურია, რომ ამ ადამიანს პრეტენზია აქვს თუნდაც იმაზე, რომ იყოს მომავალი ხელისუფლება. პოლიტიკაში, ოპოზიციაში როცა ხარ და ერთ-ერთ ლიდერად ითვლები, ლეგიტიმურია, ადამიანს ჰქონდეს ქვეყნის მართვის პრეტენზია. მით უმეტეს, როცა რეჟიმს ლეგიტიმაცია, სანდოობა და მხარდაჭერა საერთოდ აღარ აქვს. რაც შეეხება მომავალს, არაერთხელ გვითქვამს, ნიკა გვარამიასაც უთქვამს, რომ როგორ დააკომპლექტებს ხელისუფლებას, ეს გაირკვევა სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა.

„გეგმა არის ის, რომ არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა, წინააღმდეგობაში დარჩენა. ეს არის თავისთავად გეგმა. კონკრეტული აქციები როცა გამოცხადდება, დაანონსდება, ამას იხილავთ კიდევაც, საინფორმაციო კამპანიები იქნება. ძალიან მალე იხილავთ, მათ შორის, კონკრეტული აქციების დაანონსებას“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის” – მეუფე შიო
  • ავარია თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ელენე ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა” – გიორგი გაბუნია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge