საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით გაიზარდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბიზნესპრესნიუსი” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსეთიდან 2026 წლის იანვარ-თებერვალში 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 42 060 ტონა ხორბალი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 8.2 მლნ დოლარს (32 812 ტონა) აღწევდა.
რაც შეეხება სხვა სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი მხოლოდ 4 ქვეყნიდან განხორციელდა, მონაცემები კი ასე გამოყურება:
• რუსეთი – 10.7 მილიონი აშშ დოლარის 42 060 ტონა
• ყაზახეთი – 1.5 მილიონი აშშ დოლარის 6 578 ტონა
•ბელარუსი – 16.6 ათასი აშშ დოლარის 21.6 ტონა
• თურქეთი – 3.6 ათასი აშშ დოლარის 5.5 ტო
