Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

March 25, 2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

სააგენტოს განცხადებით, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

„1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. 1811 წელს გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II (საძაგლიშვილი) გახდა. 1990 წელს კი მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. განუზომელია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის როლი. სწორედ მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მოიტანა ქვეყნისა და ეკლესიისთვის ერთადერთი სამართლიანი შედეგი – ავტოკეფალიის აღდგენა და არა მინიჭება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა” – ნინო წილოსანი
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • “ნიკა გვარამიას განცხადება ლოგიკურია, ყველა ოპოზიციონერ ფიგურას უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზიაც, რომ ქვეყანა მართოს მომავალში” – ირაკლი ფავლენიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge