“პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენეს მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის – ამას აღვიქვამთ, როგორც სიგნალს, რომ დავნებდეთ” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე, ოპოზიციის ალიანსის სახელით გაკეთებულ განცხადებაში.
“ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. პირდაპირ რომ თქვათ – ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა ფლომასტერით, რითაც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის, პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული.
სინამდვილეში, ცხადია ეს მიზეზია, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე. ეს მას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის მაგრამ მაინც, მთავარი რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც შეიძლება ყველას დაედოს “ბრალი” – ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც და გარეთაც არამხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია. დიახ, დღეს ფასი აქვს არამხოლოდ გულში მღერას, არამედ ხმამაღლა საუბარსაც.
ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც უკვე მერამდენე სიგნალს ქოცური ხელისუფლებისგან, სიგნალს იმისა, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს. ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს…
მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას – ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, ეს არ მოხდება. საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალურად მნიშვნელობის საკითხად, ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც, ამის ხარჯზე არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით…” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე, ოპოზიციის ალიანსის სახელით გაკეთებულ განცხადებაში.
დღეს კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
