Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს” – მამა გიორგი ზვიადაძე

March 24, 2026
“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს” – მამა გიორგი ზვიადაძე

ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო და ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს.

„ანდერძთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ყოველთვის ასეთი, რომ თუკი პატრიარქი თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერძს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძალიან ბრძენმა მწყემსმთავარმა, თავის სიცოცხლეშივე, იმისთვის, რომ შემდგომ ამას არ გამოეწვია რაიმე დაპირისპირება, უკმაყოფილება, გადაწყვიტა, რომ დაედგინა მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება ბუნებრივია, აღარ არსებობს. როცა პიროვნება თავის სიცოცხლეშივე თავის მოსაყდრეს ადგენს, იქ უკვე ანდერძის საჭიროება არ არის. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს. რაც შეეხება მოსაყდრესთან დაკავშირებით წესს, თუკი პატრიარქს სიცოცხლეში არ ჰყავს დასახელებული თავისი მოსაყდრე და არც ანდერძი არსებობს, მაშინ ქიროტონიით, ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს ხელდასმას, უპირატესი, ვინც პირველია მღვდელმთავართა შორის, წმინდა სინოდის წევრებს შორის, ვინც პირველმა მიიღო ხელდასმა, ის ჩაითვლება მოსაყდრედ. დღეს უკვე კითხვა აღარ არსებობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალიან მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, პატრიარქმა თავის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო და ამასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებს და ჩვენს საზოგადოებაში არავითარი კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „არსებობს თუ არა ანდერძი ფიზიკური ფორმით“, მამა გიორგი ზვიადაძემ უპასუხა, რომ არ არსებობს.

„მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. პატრიარქმა მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ანდერძი არ არსებობს. წმინდა სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა. სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდნენ. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მან მედიას სთხოვა, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის გლოვის დღეები არ დასრულებულა, ჯერ თავი შეიკაონ იმაზე კითხვის დასმისგან, ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი.

„40 აუცილებლად უნდა გავიდეს. ეს ყველაზე უფრო მეტად რთული პერიოდია, როცა მთელი ეკლესია, საზოგადოება ღრმა ტკივილით განიცდის პატრიარქის გარდაცვალებას. ახლა საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, არის ძალიან უხერხული და მთელი ჩვენი ეკლესიისთვის დიდი ტკივილის მომტანი“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში პენსია საჭირო ხარჯების 22%-ს ფარავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
  • “უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე” – ალეკო ელისაშვილის წერილი
  • “ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა” – ქალი პოლიტიკოსების განცხადება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge