მოსაყდრე კანდიდატსაც არ ნიშნავს – ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ვიკა ბუკიას “პირველ ხაზში” არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საეკლესიო ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა სასულიერო პირი მოსაყდრებიდანაც გადაუყენებიათ – ახლა ასე არ მოხდა. მოსაყდრე დაამტკიცა სინოდმა”.
არქიმანდრიტმა განმარტა, რომ პატრიარქობაზე კანდიდატურის წამოყენება სინოდის ნებისმიერ წევრს შეუძლია (ასაკის გათვალისწინებით).
აგალითად 8 კაცმა დააყენა კანდიდატურა და ამ 8 კაციდან უყრიან სინოდში კენჭს და პირველი სამი რჩება – ამბობს სასულიერო პირი.
როცა 5-6 ეპისკოპოსი იყო და მოსაყდრედ რომ დანიშნავდა, ან დატოვებდა წერილს სიცოცხლეშივე, შესაძლებელი იყო იმ 5-დან არ ეთქვათ უარი, პატრიარქმა თქვა და ნორმალურია, მაგრამ ძალიან ხშირად უარიც უთქვამთ და მოსაყდრებიდანაც გადააყენეს. ახლა ასე არ მოხდა. მოსაყდრე დაამტკიცა სინოდმა. მაგრამ ახლა ხომ ამბობენ 3 კანიდატზე. სინოის წევრიდან ნებისმიერს შეუძლია დააყენოს კანდიდატურა. ვთქვათ მოსაყდრემააც თქვა, რომ მე ვაყენებ ჩემს კანიდატურას, ან მისი კანდიდატურა რომელიმე ეპისკოპოსმა დააყენა.
მაგალითად 8 კაცმა დააყენა კანდიდატურა და ამ 8 კაციდან უყრიან სინოდში კენჭს და პირველი სამი რჩება. საბოლოოდ რჩება სამი. და ეს სამი გადის შემდეგ. საბჭოზე გადის შემდეგ ეს სამი კანდაიტურა, სადაც არის სჯა ბაასი, შეიძლება იყოს ვინმეს მიერ რომელიმეს(დაწუნება). – თქვა არქიმანდრიტმა.
