მოგბეზრდა ერთფეროვანი სამსახური? მაშინ შეგიძლია ქვემოთ მოცემული პროფესიებიდან შენთვის სასურველი აირჩიო. შესაძლოა ეს ბევრის გემოვნებას და ინტერესს არ მოერგოს თუმცა ხაზ გასასმელია, რომ ყველა მათგანი რეალურია:
პროფესიონალი მძინარა
ფინეთის ერთ-ერთმა სასტუმრომ დაიქირავა პერსონალი, როგორც “პროფესიონალი მძინარეები”, რათა შეემოწმებინათ მათი საწოლების კომფორტი. მათ ევალებათ ყოველ ღამე სასტუმროს ერთ-ერთ საწოლში დაძინება, დილას კი შეფასება.
საღებავების გაშრობის დამკვირვებელი
არა, ეს არ არის ხუმრობა. ბრიტანეთში მყოფ მამაკაცს ამჟამად აქვს სამუშაო, რომელიც საღებავების გაშრობის დაკვირვებას გულისხმობს. ის ყოველ დღე ხატავს მუყაოზე, რათა დააკვირდეს თუ რამდენ ხანში გაშრება საღებავი. ასევე ის აკონტროლებს ფერისა და ტექსტურის ცვლილებებს.
Netflix-ის სრული განაკვეთის მაყურებელი
წარმოიდგინეთ ტელევიზორის ყურებაში ანაზღაურებას, რომ იღებდეთ. Netflix-მა დაიქირავა ადამიანი, რომლის მთავარი საქმეა უყუროს მათ კონტენტს და შემდეგ სწორი ჰეშთეგი დაწეროს. ჰეშთეგი მაყურებლებს გვეხმარება სწრაფად ვიპოვოთ ის კატეგორიის ფილმი, სერიალი თუ გადაცემა, რომელსაც ვეძებთ.
მიმწოლი მეტროში
თუ ფიქრობთ, რომ საქართველოს მეტრო ცუდია, უნდა ნახოთ მეტროები იაპონიაში. „ოშიები“დაქირავებულები არიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვნენ და ჩაატიონ ვაგონში, მანამ სანამ კარი დიხურება.
პროფესიონალი მგლოვიარე
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტრადიციაა, რომ ხმამაღალი პანაშვიდი ეხმარება მიცვალებულებს, როდესაც ისინი მოგზაურობენ შემდგომ ცხოვრებაში, ამიტომ პროფესიონალი მგლოვიარეები დაქირავებულნი არიან, რათა იტირონ მთელი ღვთისმსახურების განმავლობაში.
გველის მწველავი
გველის მწველავს ევალება პატარა კონტეინერებში შეაგროვოს სხვადასხვა გველის შხამი, რათა მომავალში მათზე დაკვირვებით შეიქმნას შხამის საწინააღმდეგო და სხვა სამკურნალო საშუალებები
ძაღლის საკვების დეგუსტატორი
ძაღლის საკვების შემმოწმებლის ამოცანაა დააგემოვნოს ძაღლის საკვების ახალი პროდუქტები, მათ შორის ძვლები, დაკონსერვებული ხორცი და ორცხობილა. ისინი ამას აკეთებენ გემოსა და ტექსტურის შესამოწმებლად.
სუნის კრიტიკოსი
ახალი პროდუქტების ეფექტურობის შესამოწმებლად, „სუნის კრიტიკოსები“ არიან დაქირავებულნი. მათ ევალებათ მოხალისეთა სუნთქვის, ფეხების და იღლიების შემოწმება. პერსონალის წევრები ყნოსვის შემოწმებას ყოველთვიურად ატარებენ.
მარმიტის დეგუსტატორი
მარმიტი შექმნილია გერმანელი მეცნიერის იუსტუს ფონ ლიბიგის მიერ გამოგონილ საფუარის ექსტრაქტზე. იგი მზადდება ლუდის ხარშვის ქვეპროდუქტებისგან და ამჟამად იწარმოება ბრიტანული კომპანია Unilever-ის მიერ. მარმიტის დეგუსტატორის საქმე კი სწორედ ამ პროდუქციის გასინჯვას მოიცავს.
პიცის მყვინთავი მიმწოდებელი
თუ ფლორიდაში წყალქვეშა სასტუმროს არსებობის ფაქტი არ არის საკმარისად უცნაური, ამას რომ დავამატოთ, მათ ჰყავთ პიცის მყვინთავი მიმწოდებელი, რომელიც დამსვენებელს პიცას აწვდის ზღვაში, წყალგაუმტარი ყუთით.