პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერ, თაკო ჩარკვიანი „მთავარ არხზე“ გადაცემა დღის სტუმარს ეწვია, სადაც ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში მიმართა:
„გვარამია არ გაწუხებს შენ, არც მიშა სააკაშვილი გაწუხებს, შენ გაწუხებს ყველა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. შენ სავაჭროდ გჭირდება ეს ორი ადამიანი. ერთი ადამიანი ვიყავი, ერთადერთი ოპოზიციაში, რომელიც ვამბობდი, რომ შერიგებისკენ წავიდეთ მეთქი, სულ ამის მომხრე ვარ, პირველი ვიქნები თუ შენ ახლა არ მიიღებ ზომებს რაც ჩემს სამშობლოს სჭირდება, პირველი ვიქნები ვინც შენი კუბოს სასახლის დასაჭედად მოვა, პოლიტიკური სასახლის რა თქმა უნდა.“
მოგვიანებით თაკო ჩარკვიანმა ზვიად გამსახურდიას პერიოდი და საკუთარი მშობლებიც გაიხსენა:
„ორი თავდებობა არსებობს ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ორივეს დროს არის ჩემი მშობელი თავდები და შენ გეგონა, შე ჩარჩო, რომ დამოუკიდებლობისთვის შენ ხუთი ათას ლარზე გავიყიდებოდით ოჯახი? არავინ არ გაიყიდება საქართველოში, არც გაბედოთ ამაზე ფიქრი.“