„ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის,” – ამის შესახებ მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„მადლობით მინდა დავიწყო, უწმინდესო და უნეტარესო, მადლობა თითოეული დღისთვის, გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. მე მინდა თანავუგრძნო მთლიანად საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
