Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home დიეტა

საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ

May 16, 2022
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ

წონაში დაკლება და დიეტა მარტივი არ არის. უამრავი ადამიანის წარმოდგენით დიეტა უგემურ და მცირე რაოდენობის საკვებთანაა დაკავშირებული, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ 8 საკვებს, რომელიც ამერიკელი დიეტოლოგების თქმით დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში და დიეტა შედარებით პოზიტიურად გაატაროთ.

ლობიო

ვიტამინებით აღსავსე და პროტეინის მისაღებად იდეალური საკვები. ადამიანის ორგანიზმი ლობიოს საკმაოდ ნელა ინელებს, ამიტომ დიდი დროის განმავლობაში თავს დანაყრებულად გაგარძნობინებთ.

წვნიანი

ყოვლდღიურად მიიღეთ 100-150 კალორია, ერთი ფინჯანი წვნიანი. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება თხევადი თუ პიურესებრი მთავარია იყოს გაკეთებული ბულიონისგან.

შავი შოკოლადი

გსურთ მიირთვათ შოკოლადი დღის განმავლობაში? ამ შემთხვევაში არჩევანი აუცილებლად შავ შოკოლადზე შეაჩერეთ. დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ისინი ვინც საუზმემდე შავ შოკოლადს მიირთმევდნენ 15%-ით ნაკლებ საკვებს იღებენ, ვიდრე ისინი ვინც რძიან შოკოლადს მიირთმევენ.

ბოსტნეულის პიურე

დიეტისას საკვებს დაუმატეთ ბოსტნეული. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ საკვებით, მაგრამ ამავდროულად შეამციროთ კალორიები. დიეტოლოგების მიერ ჩატარებული დაკვირვებით ირკვევა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ყველიან მაკარონთან ერთად ყვავილოვანი კომბოსტოსგან და ყაბაყისგან დამზადებული პიურე მიირთვეს კალორიების რაოდენობა 350-ით შეამცირეს, თუმცა საკვებით კმაყოფილმნი დარჩნენ.

იოგურტი და კენკრა

პროტეინებით გაჟღენთილი საუზმე იდეალურია საჭირო ვიტამინების მისაღებად. დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ მივიღოთ იოგურტი და კენკრა მავნე წასახემსებლების მაგივრად.

თხილი

იდეალური წასახემსებელია ნუში, არაქისი, ნიგოზი და პეკანი. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებიც თხილს მიირთმევენ ავტომატურად ნაკლებ საკვებს იღებენ.

ვაშლი

ვაშლში უამრავი, ჩვენთვის საჭირო ვიტამინია, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მივირთვად პიურეს, ჩირის ან დაჭრილი სახით.

გრეიფრუტი

გრეიფრუტი იდეალური ხილია განსაკუთრებით მათთვის ვისაც აქვს დიაბეტი. იმ შემთხვევაში თუ ყოველი კვების წინ მიირთმევთ ერთ გრეიფრუტს წონაში საგრძნობლად დაიკლებთ და უამრავ ვიტამინსაც მიიღებთ.

Tags: დიეტაწონაში დაკლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, რა გადაწყვეტილება გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე
  • კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს
  • გადაიხდის თუ არა ნიკა გვარამია კომისიაზე არგამოცხადების გამო დაკისრებულ გირაოს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge