ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 11 მაისის პროგნოზს აქვეყნებს და ზოდიაქოს გარკვეულ ნიშნებს აფრთხილებს. კერძოდ:
ვერძი
დღეს ნებისიერი რთული საქმის წამოწყებას შეძლებთ. თქვენი საქმე და ახლობლების წინაშე ვალდებულება დიდი დროს გართმევთ. მას, ვინც სამომავლო სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო პერიოდში პრობლემები ელის. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.
კურო
დღეს ნუ დაუშვებთ შეცდომებს სამსახურში. შესაძლოა სასიამოვნო თავგადასავალი გქონდეთ. სავარაუდოდ ელექტროენერგიის მიწოდების და საყოფაცხოვრებო ტიპის პრობლემა შეგექმნებათ.
ტყუპები
დღეს სჯობს დაისვენოთ: საქმეებში წარმატება არ გელით. შინაური ცხოველების ვეტერინართან წაყვანა გადადეთ რამოდენიმე დღით. დღეს შთაგონების ნაკლებობა არ გექნებათ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.
კირჩხიბი
დღეს სასიცოცხლო ძალების და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. თქვენი ოცნებები რეალობას უნდა შეეფერებოდეს. შემართება საშუალებას მოგცემთ რამოდენიმე საქმეს მოეჭიდოთ და ყველა ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა ოჯახში კონფლიქტი გამოიწვიოს.
ლომი
კარგი დღეა ხელვონების სფეროსთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბიზნესისთვის – დღეს ძალიან დაბნეული ხართ. ნუ ინერვიულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვული აფეთქება გელით. წამატებული იქნება ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა, რაც ახალი იდეებით შთაგაგონებთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გეგმები დაგერღვეთ.
ქალწული
გამოცდილების წყალობით დღეს შეძლებთ სწორად განაგოთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებები. ყველაფერი, რაც მოხდება, თქვენს სასარგებლოდ წაიყვანს საქმეს. არასასურველი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა, რაც არ უნდა წამოიწყოთ დღეს, ყველაფერი წარმატებით გამოგივათ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.
სასწორი
დღეს ენერგიით სავსე ხართ. ზედმეტი ეჭვები და იმპულსურობა შესაძლოა უგუნური საქციელის ჩადენის მიზეზი გახდეს. საბრძოლო და კარგი განწყობა, რომელიც დილის ვარჯიშთან ერთად მიიღეთ გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას. თავში ნაყოფიერი იდეები მოგივათ.
მორიელი
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.
მშვილდოსანი
პრობლემა, რომელიც გაღელვებთ, დღეს მთელი სისრულით წარმოჩნდება თქვენს წინაშე. სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. ადრინდელ საკითხებთან დაბრუნება მოგიწევთ. ნუ მოდუნდებით! დღეს გონიერება და ნებისყოფა გჭირდებათ.
თხის რქა
დღეს სიზარმაცე გძლევთ, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. ოჯახში სიმშვიდე იქნება, განწყობა კი ამაღლებული. საღამოს ბავშვები წაახალისეთ ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით.
მერწყული
დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც ბევრი ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. დღეს შეძლებთ პროფესიულ სფეროში ნიჭის გამომჟღავნებას. წარმატებული იქნება გაცნობა და მოგზაურობა.
თევზები
დღევანდელი დღე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. ზედმეტად ემოციური იქნებით. პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწევთ. მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია. ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას.