საქართველოში პლასტმასის ბოთლებში სასმელების ეტაპობრივი აკრძალვის გადაწყვეტილებას სასმელების მწარმოებლები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ რეგულაცია ინდუსტრიას მძიმე ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს. მათი შეფასებით, ცვლილებები გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, პროდუქციის გაძვირებას და იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას.
სასმელების მწარმოებელი კომპანიების ნაწილი უკვე საუბრობს შესაძლო სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. კომპანია Pepsi Georgia Refreshments-ის ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი აცხადებს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვამ შესაძლოა ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს და ბაზარზე პროდუქციის დეფიციტიც კი შექმნას.
ძალიან ბევრი საწარმო ვერ გადაურჩება ამ შედეგებს და ძალიან ბევრს მოუწევს მნიშვნელოვნად შემცირება თანამშრომლების. ჩვენ ამ მილიარდ ლიტრთან მიმართებაში დახლოებით რომ დავითვალეთ, 2000-ზე მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ეს მერე, დომინოს პრინციპით, სხვა სექტორებზეც მოქმედებს. შუშის შემთხვევაში ფასი გაიზრდება 2.5-ჯერ ანუ 150%-ით. ეს არის კოლოსალური გაზრდა, იმიტომ, რომ ეს შუშა ისედაც ძვირია და პლიუს, ამის იმპროტირება მოგვიწევს, იმიტომ, რომ ადგილობრივად ამხელა რესურსი, რომ მთელი ბაზარი დააკმაყოფილოს, არ არსებობს. ძალიან ნეგატოურ ეფექტს მოახდესნ საგადამხდელო ბალანზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შეფუთვების შესყიდვას ვახდენთ სრულად საქართველოში, შემდგომ მოგვიწევს სრულად გადასვლა იმპორტზე. ახლა რომ დავიწყოთ სამზადისი უკვე, სადღაც წელიწადნახევარი, ორი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ხაზები მოვაწყოთ. დროში ფიზიკურად ვერ ჩავეტევით და რაღაცა პერიოდი ბაზარი დარჩება პროდუქციის გარეშე, – ამბობს Pepsi liberia Refreshment ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი.
რეგულაციას კრიტიკულად აფასებენ სხვა მწარმოებლებიც. კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ პლასტმასის სრული აკრძალვის ნაცვლად სახელმწიფომ უნდა განავითაროს გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის სისტემა, რადგან, მისი თქმით, არსებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის PET-ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
მსოფლიომ იფიქრა და ყველაზე საუკეთესო გზა მოიფიქრა, ეს არის ეპალიზებული და ცირკულარულ ეკონომიკაში დაბრუნება. ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ ეს არის ალტერნატივა. ჩვენ ეს ინდუსტრია უნდა შევქმნათ და არა ტოტალური აკრძალვა. თუ ჩვენ ახლა პლასტმასს ავკრძალავთ და შევქმნით სეპარირებულ შეგროვებას, უბრალოდ, ვკითხულობ, რა უნდა შევაგროვოთ? შუშის ბოთლს უფრო მაღალი ღირებულება აქვს, ის ამა თუ იმ ფორმით შეგროვდება, მაგრამ ჩვენ, პრაქტიკულად, ვკარგავთ ამ გადაწყვეტილებით იმ ძალიან დიდ ინსტუსტრიას, რომელიც არის, მაგალიტად, პეტის ინდუსტრია შესაბამისი ინვესტიციებით, – ამბობს კომპანია “ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება ეტაპობრივად აიკრძალება. 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება შეეზღუდებათ, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან ასეთი პროდუქციის წარმოება და გაყიდვა სრულად აიკრძალება (ექსპორტის გამონაკლისით). რეგულაცია არ შეეხება 3 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელ წყალს და 20 ლიტრზე მეტ ტევადობის სასმელებს. მთავრობის განცხადებით, ცვლილების მიზანი პლასტმასის ნარჩენებით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაა.
