“ინფო იმერეთი” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფურჩხეთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“სტიქიის ახალი კვალი -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთშიც საავტომობილო გზა დაიბზარა ” – წერს “ინფო იმერეთი”.
12 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
