Saturday, March 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის” არის უმძიმესი და მათ ეს სახეებზეც ეტყობათ” – ნიკა გვარამია

March 14, 2026
“მინდა მოგიყვეთ “მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ანგარიში „ქართული ოცნებისთვის” არის უმძიმესი და მათ ეს სახეებზეც ეტყობათ – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში გაკეთებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის” არის უმძიმესი და მათ ეს სახეებზეც ეტყობათ, დაელოდონ მოვლენების განვითარებას, ძალიან მძიმე განვითარება ექნება მოვლენებს ალბათ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც, იცით, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით საქართველოს საკითხიც დაამატეს. ის უპასუხისმგებლობა და სიმჩატე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს შენიღბოს საკუთარი მძიმე მდგომარეობა, დამატებით პრობლემებს გაუჩენს მათ. სჯობს, იმოქმედონ, იმისთვის, რომ მინიმალურად სახე შეინარჩუნონ და ამაში მხოლოდ ეპიზოდური მოხალადეების დასჯა არ იგულისხმება, არამედ სრულფასოვან პასუხიმგებლობას პირველ რიგში ქვეყანაში ძალაუფლების მიტაცებისთვის და წასვლას ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ადგილია დასათმობად, ლეგიტიმური ხელისუფლება კი ქართველი ხალხი განსაზღვრავს, დემოკრატიული არჩევნებით.

ჰააგის სასამართლოში საქმის წაღების არა თუ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ქართულ ოცნებას” თუ საერთოდ დაკარგული არ აქვს საკუთარ მომავალზე ხედვა და მხოლოდ დღევანდელ დღეს გადარჩენა აინტერესებს, მაშინ რაიმე რაციონალური ნაბიჯების გადადგმა მართებს”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას და განაცხადა, რომ „პოლიტპატიმრებით ვაჭრობას“ არ აპირებენ.

„რეზოლუცია სამწუხაროა ჩვენთვის, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც შავ სიზმარში არ დაგვესიზმრებოდა არცერთი ხელისუფლების დროს და ევროკავშირის პერსპექტივა არ გვაქვს, ვიდრე „ქართული ოცნება” თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. ასევე, არც უსაფრთხოებისა და არც კეთილდღეობის პერსპექტივა, ევროკავშირის გარეშე. „ქართულ ოცნებას”, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამ ქვეყნისას სიღარიბე და დაუცველობა მოაქვს. ეს მთავარი პრობლემაა.

რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების საკითხს, ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, მარკერისა და ქაღალდის გულისთვის არის დაკავებული, ასევე მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც 5 წელია ზის ციხეში, 9 წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი, რომელმაც რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, მასზე მნიშვნელოვანი მიღწევები არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. მაგრამ სხვებიც არიან ციხეში, ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის ციხეში, საერთოდ არანაირი ბრალდებით არის ციხეში. ასევე, 100 მეტი ადამიანია ციხეში, რომლებიც პოლიტიკოსები არ არიან.

პოლიტპატიმრების საკითხი არავითარ გადახედვასა და ვაჭრობას არ საჭიროებს. არც მათი ცალკეულ ჯგუფებად არ არის სწორი. ხელისუფლებას ვეტყვი, არალეგიტიმურს, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას და მაგიდასთან დასხდომას იმისთვის, რომ მათ ეს უფლება მოვუპოვოთ, რომელიც მათ ისედაც აქვთ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • დუშეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • “ლიკვიდირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰიშამ აბდ ალ-ქარიმ იასინი” – IDF

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge