მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით – მადლობა ღმერთს, ის არის კარგად -აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს გვაინტერესებს ყველას და შესაბამისად, ვკითხულობთ მასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თორნიკე არის კარგად, მადლობა ღმერთს, ის არის კარგად“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაიგო თუ არა კობახიძემ რიჟვაძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მიზეზი, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თემას ვერ განიხილავს.
„მე ამ თემაში იცით, რომ ვერ შევალ – ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და მადლობა ღმერთს, თორნიკე გადარჩა, არის ჯანმრთელად და კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.
