Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ და ახალი სტრატეგიული გეგმა გვჭირდება” – ლევან კობიაშვილი

March 13, 2026
“წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ და ახალი სტრატეგიული გეგმა გვჭირდება” – ლევან კობიაშვილი

„უახლოეს პერიოდში დავამტკიცებთ ახალ სტრატეგიულ გეგმას, რომლითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს“, – ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ორდღიანი შეკრების შემდეგ განაცხადა, რომელიც ქართული ფეხბურთის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას მიეძღვნა.

„წინა სტრატეგიული გეგმა, რომლითაც ოთხი წელი ვმუშაობდით, წარმატებული გამოდგა. ამაზე ის მეტყველებს, რომ ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა, ასევე ფუტსალის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, წინსვლა გვქონდა მასობრივი და ქალთა ფეხბურთის კუთხითაც.

ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია სხვა რეალობის წინაშე დგას და UEFA GROW-ის ფარგლებში, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ახალი სტრატეგიული გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც 2026-2030 წლებს მოიცავს.

განხილვები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და საბოლოოდ დავამტკიცებთ გეგმას, რომლითაც სფფ მომდევნო ოთხი წელი იხელმძღვანელებს. გვიხარია, რომ მუშაობაში კლუბებიც ჩაერთვნენ და ჩანაფიქრი კარგად მიიღეს, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია“.

UEFA GROW-ის მონაწილეობით გამართული ღონისძიების ფარგლებში სფფ-ის მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მომდევნო წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

შეკრება სფფ-ის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები. სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ ბეროძე სოფელ კურსებში განვითარებულ მოვლენებზე
  • “წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ და ახალი სტრატეგიული გეგმა გვჭირდება” – ლევან კობიაშვილი
  • თუ ჩემს შვილს ციხეში აწამებენ, თუ ადმინისტრაცია მას არ მანახებს, აქ დავიწვავ თავს – ლაითურის ციხის პატიმრის დედა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge