ეს არის პრაქტიკულად 14 -წლიანი უწყვეტი დანაშაულის აღწერა 19 პუნქტში, – ასე აფასებს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს პოლიტიკოსი გივი თარგამაძე.
მისი თქმით, “19 პუნქტში არის უკვე ყველაფერი თავიდან- ბოლომდე და გასაგებად, რომ ამას აქვს პერსპექტივა, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ისე ჰააგის სასამართლოში, სისხლის სამართლის კუთხით.“
თარაგამაძის თქმით, “ის ერთხელ უკვე იყო ჰააგის სასამართლოს მოწმე იმ პროცესზე, რომელმაც უზრუნველყო სამართლიანი მართლმსაჯულება და აბსოლუტურად მზად არის, მეორეჯერაც იყოს მოწმე.“
ეს არის პრაქტიკულად 14 -წლიანი უწყვეტი დანაშაულის აღწერა 19 პუნქტში, სადაც არის უკვე ყველაფერი თავიდან- ბოლომდე და გასაგებად, რომ ამას აქვს პერსპექტივა, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ისე ჰააგის სასამართლოში, სისხლის სამართლის კუთხით. ახლა იქნება ამათი ხანმოკლე იმედის პერიოდი, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და იქამდე საქმე არ მივა, მაგრამ უკვე რამდენჯერ იფიქრეს ასე, არ მივა-არ მივა, მაგრამ მიდის ეს საქმე, ნელა იყო, ახლა დაჩქარდა და უფრო ჩქარა მიდის. როდის მივა და აღარ ეყოლებათ ეს ორბანი, ეს კარიც გაიხსნება და მერე ყველაფერი იქნება, ბრიტანეთიც იქნება, აშშ-ის კარიც გაიხსნება, ყველაფრი იქნება, რადგან იმით კი არ დგება, აქედან ვინ მისწერეს და ვინ დაეხმარება რეალობის ასახვაში, სრული ინფორმაცია იქ არსებობს ყველგან და არსებობს ბუნებრივი გზებით. საელჩოები მუშაობს, უსაფრთხოების სამსახურები მუშაობს და ყველაფერი არის აღნუსხული. ყველაფერი დახარისხებულია – რომელ, რაზე, რა ეკუთვნით. მე ერთხელ უკვე ვიყავი ჰააგის სასამართლოს მოწმე იმ პროცესზე, რომელმაც უზრუნველყო ჩემი სამშობლოსთვის სამართლიანი მართლმსაჯულება და აბსოლუტურად მზად ვარ, მეორეჯერაც ვიყო მოწმე, ათასობით ქართველთან ერთად, იმ გამოძიებაში, რომელიც მოუტანს და დაუბრუნებს ამ ქვეყანას საქართველოს ევროპულ მომავალს. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ საქმე არის ბოლოსკენ, რაც არ უნდა მოუნდეს გლუვს, ჩანაცვლება, ხალხი აღარ ჰყავთ. 2012 -ში ვიძახდი, რომ აქამდე მივიდოდა აუცილებლად, რადგან ყველა ოლიგარქი გადის ერთიდაიგივე წრეს, მიუხედავად იმის, რომ იციან წინამორბედების ბედი, მაინც იგივეს იმეორებენ. ოლიგარქის მთავარი ჭირი არის ჭორები და ეჭვიანობა და ის ჭამს ბოლო-ბოლო. ეს შეჭამა თითქმის ბოლომდე, – განაცხადა თარგამაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
