Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ეუთო-ს, “სათანადოდ გაითვალისწინონ” ხელისუფლების სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების მისიის „მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები“

March 12, 2026
ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები”.

ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას”, – აღნიშნავს ელჩი.

ამასთან, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების „მავნე მიზნებისთვის“ გამოყენების მცდელობებზე.

„სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის. სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას”, – აცხადებს მაისურაძე.

ალექსანდრე მაისურაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და უზრუნველყონ ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობა და მანდატის ფარგლებში მოქმედება.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულებისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია”, – განაცხადა მან.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთო-ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები”, – აღნიშნა მაისურაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 12 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • “პრაქტიკულად 14 -წლიანი უწყვეტი დანაშაულის აღწერა 19 პუნქტში” – თარგამაძე “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
  • თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge