Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რადიკალები ეუთოსთან შეხვედრებზე უცხოელებს ეწუწუნებოდნენ და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში” – შალვა პაპუაშვილი

March 12, 2026
“რადიკალები ეუთოსთან შეხვედრებზე უცხოელებს ეწუწუნებოდნენ და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რადიკალები ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში. მისივე თქმით, ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს არ უნდა წუწუნებდეს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია თავს კომფორტულად გრძნობს იმ რადიკალიზმში, რომელშიც არიან და ამაში ხელს კონკრეტული ევროპელი მაღალჩინოსნებიც უწყობენ ხელს.

„პარლამენტის პროცედურები რასაც ითვალისწინებს, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგს, თანამშრომლობას, ერთად მუშაობას, ზუსტად ეს ხდება საქართველოს პარლამენტში. ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს ნუ წუწუნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის. მესმის მე, რომ რადიკალები დღეს ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში, მაგრამ მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ეს არ იყო პირველი გადაწყვეტილება- 2020-შიც ასე იყო, 2016-შიც ასე იყო, ჩვენ საკმარისად გამოვიჩინეთ ლმობიერი დამოკიდებულება რადიკალიზმის მიმართ, რამდენჯერმე ქართველმა ხალხმა მისცა შანსი რადიკალებს, რომ გამოსწორებულიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ ეროვნული ინტერესების კალაპოტში, მაგრამ ერთხელ ორჯერ, სამჯერ, და შვიდჯერ ?! მეშვიდეზე აღარ გამოდის ეს ამბავი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ, მე მგონი, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ იმ რადიკალურ წვენში, სადაც ისინი იხარშებიან. უცხოელები, ქალბატონი გრეგოროვები და ა.შ. აქებენ, რეზოლუციებს უძღვნიან, ასე არიან სიამტკბილობაში და იყვნენ, მთავარია ქვეყანას ვერაფერს უშლიან. ქვეყანა წინ მიდის – მთავარია ეკონომიკური განვითარება, მთავარია მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება – ამ მხრივ ქვეყანა მიდის წინ. რადიკალები კი, ზიზღში ჩაძირული ადამიანები, თავის ზიზღში იხარშებიან და ამ პროცესს ვაკვირდებით მათ შიგნით. დღეს ევროპულობის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა ის, თუ რამდენად ავლენ ზიზღს. რაც უფრო მეტად ავლენ ზიზღს, მით უფრო ევროკავშირელი ხარ და ეს შეჯიბრებაა მათ შორის, რომ ყველაფერი რაც არაქართულია, გამოავლინონ მათი რიგებიდან.“-განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დაგიჯდებათ ავტომობილის განბაჟება, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანებისაა
  • ეს მშიშარა ბიზნესის ბრალია, რომელსაც რეკლამის მიტანაც ვერ გაუბედავს კრიტიკულ ტელევიზიებში – რომან გოცირიძე “ტვ პირველის” სატელიტიდან გათიშვაზე
  • “არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით – შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს” – პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge