Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ხელისუფლების გარედან შეცვლას” – შალვა პაპუაშვილი

March 12, 2026
“დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ხელისუფლების გარედან შეცვლას” – შალვა პაპუაშვილი

დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ხელისუფლების გარედან შეცვლას – Regime change-ის სახელმძღვანელოები, როგორც ჩანს, ევროპას გადაეცა და ახლა კითხულობენ, რომელიღაცა გვერდზე არიან მისულები – საბედნიეროდ, ცუდი მოსწავლეები არიან, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ „ევროკავშირის მიზანია ძალადობის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის წახალისება საქართველოს წინააღმდეგ“.

პაპუაშვილის განცხადებით, ყველა რადიკალის, პროპაგანდისტის და ძალადობრივი ჯგუფის უკან ევროპული ფულია.

„ეუთოს დელეგაციის მხრიდან ორი მთავარი გზავნილი იყო. ერთი – სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი დამხობა იქნა დაგმობილი და მეორე – არჩევნების და პარლამენტის ბოიკოტი იქნა დაგმობილი. სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას. მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს – რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება?! რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, რომ ეს მარტივი რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას?! რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია?! რატომ უჭირთ?! სინამდვილეში არაფერიც არ უჭირთ! ძალიან კარგადაც იციან და ამას განზრახ აკეთებენ იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ იმიტომ რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან.

დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, საქართველოში ხელისუფლების გარედან შეცვლას. ის, რაზეც უარი თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, დღეს სრულად გადმოიბარა ევროპამ. Regime change-ის სახელმძღვანელოები როგორც ჩანს მათ გადაეცათ და ახლა კითხულობენ, რომელიღაცა გვერდზე არიან მისულები. საბედნიეროდ, ცუდი მოსწავლეები არიან და ვხედავთ, რომ 4 ოქტომბერი არის მაგალითი ხელისუფლების იმ ჩაფლავებული დამხობისა, რომელიც იყო სრულად გარედან მხარდაჭერილი. ევროკომისიის პრესსპიკერის დონეზე იყო მხარდაჭერა გამოცხადებული ხელისუფლების დამხობის შეკრების მიმართ 4 ოქტომბერს. ასე რომ კიდევ ერთხელ, კითხვა მარტივია ევროკავშირის ელჩის და ბრიუსელის მიმართ – რთულია ამ ორი მარტივი წინადადების თქმა?! ასე რომ, ესეც კიდევ ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაბული ქვეყნებიდან სამშობლოში საქართველოს 558 მოქალაქე დაბრუნდა” – ირაკლი კობახიძე
  • 2025 წელს ბათუმში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები 22,7 მილიონი ლარით დააჯარიმეს
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge