“ჰეზბოლამ” სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-მდე უმართავი რაკეტა გაუშვა.
100-მდე რეაქტიული რაკეტიდან უმრავლესობა ისრაელის “რკინის გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ნაწილი კი დასახლებულ ზონაში დაეშვა და რამდენიმე შენობა დააზიანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები, ამ წუთებში, მასობრივ დარტყმებს ახორციელებენ “ჰეზბოლას” სარაკეტო დანადგარებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე ლიბანში.
მათი განცხადებით, თავდასხმის შემდეგ, დარტყმების მიზანი ისრაელის მიმართულებით დამატებითი ცეცხლის აღკვეთაა.
