„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს, 10:00-დან 10:05 საათამდე და 12:00-დან 12:05 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ჩინთი, გურგალველი, ჟინვალი, არანისი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 19:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთში – გურამ რჩეულიშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, დაბა ფასანაურში, ასევე სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, მილახვრიანი, ლუთხუბი, ზანდუკი, ჩოხი, თორელაანი, დიხჩო, ბიბილაანი, საჩალისჭალა და მიმდებარე სოფლებში.
14:50-დან 15:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში – აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ზაქარო, წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, გალავანი, საგურამო, ჩარდახი, ნავდარაანთკარი.
11:00-დან 12:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში – ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი.
11:00-დან 11:10 საათამდე, აბონენტებს სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, წილკანი, ნავაზარი, სელექცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
