Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარებთ?” – გურამ მაჭარაშვილი

March 11, 2026
„ჩვენ ახლა გავიღვიძეთ ვაშინგტონში“ – გურამ მაჭარაშვილი

x

გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ როდესაც არ აღიარებ ქვეყანას, არ აღიარებ ინსტიტუტებს, არ აღიარებ მილიონ 200 ათასი ადამიანის გადაწყვეტილებას და გინდა ბომბები ქვეყანაში, გინდა სხვა ქვეყნის ჯარები შემოვიდნენ და ინსტიტუტები დაემხოს, ასეთ პირობებში დიალოგზე საუბარი გაუგებარია.

მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგს თავად უარყოფს.

“ვისაც დიალოგი და საპარლამენტო ტრიბუნა უნდა, ის შემოდის პარლამენტში, დებატობს და ა.შ. როდესაც შენ არ აღიარებ ქვეყანას, არ აღიარებ ინსტიტუტებს, არ აღიარებ მილიონ 200 ათასი ადამიანის გადაწყვეტილებას და გინდა ბომბები ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ჯარები ჩამოვიდეს და ინსტიტუტები დაემხოს, რა დიალოგზეა საუბარი? თვითონ უარყოფენ ამ დიალოგს, თორემ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეს და დიალოგი საერთოდ მათი ბუნება არ არის.

ჩვენ კი გადავდგით ნაბიჯი დიალოგისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ არ არის? მაგალითად, როდესაც არჩევნები ჩატარდა და ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“, სხვა პარტიები და ა.შ. ვუთხარით, რომ შემოდით პარლამენტში და აქ იყოს ეს დებატები.

ისედაც უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ რადგან არ შეასრულეს ის ნება, რაც მათივე ამომრჩეველმა უთხრა, ჩვენ შევთავაზეთ, რომ დიალოგზე რომ მესაუბრები, მე ქუჩაში ხომ არ გამოვალ? ჩვენ შევედით პარლამენტში, თქვენ შემოდით და აქ დავილაპარაკოთ. აი, ეს იყო ერთი შეთავაზება. ამაზე უარი თქვეს. მერე მეორე: აქციებს ჩავატარებთო – კი ბატონო, მშვიდობიანად ჩაატარეთ, ჩვენ დაგიცავთ, პოლიცია ახლოსაც კი არ მივა იქ და გააპროტესტეთ რაც გინდათ. მაგრამ, არა, პოლიციას ეძებდნენ, სად არის პოლიციაო?”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, დღეს არსებობს თუ არა მოცემულობა, რომ დიალოგი შედგეს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ დიალოგში უნდა შეხვიდე პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ “რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ.”

“თქვენ თუ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციას უწოდებთ, ეს თქვენი პრობლემაა, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაამთავრა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და გადავიდა რევოლუციურ მოღვაწეობაზე და ჩვენ ვამბობთ, რომ რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ. დიალოგში უნდა შეხვიდე პოლიტიკურ პარტიებთან. დიალოგი გამოცხადდა ტელეეთერებში და მათ თქვეს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არც სახელმწიფოს, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და არც კანონებსო. გვინდა, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, არც არჩევნები გვინდაო და ასეთ ძალას პოლიტიკური ძალა როგორ ვუწოდოთ “ნაცმოძრაობამ” თვითონვე თქვა, რომ ჩვენ არც არჩევნები გვინდა, არც პარლამენტი არ გვინდაო. ხომ ამბობენ ამას, ხომ ვერ უარყოფენ?

თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარებთ? წახვალთ? გეკითხებით. ვერ წახვალთ. მე კი არ უნდა მაღიარონ, სიტუაცია უნდა აღიარონ. არ აღიარებენ და კიდევ გეუბნებით, წახვალთ იმ პაემანზე იმ ადამიანთან, რომელიც არ გაღიარებთ ადამიანად?“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სად და რამდენი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ახლახან საქართველოში?
  • “აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს – განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური
  • “ოპერაციის „ეპიკური რისხვა“ პირველი 24 საათის შემდეგ, ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმები მკვეთრად შემცირებულია” – აშშ-ის სარდლობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge