„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
ხვალ, 11 მარტს, გლდანის რაიონში, მუხიანის დას. IIIმ/რ, N10-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას დილის 12:00 საათიდან, ღამის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის III მ/რ N10, 11, 12, 13, 14 კორპუსებს.
