Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაცია სატელევიზიო დებატების დროს გაჟღერებულ ინფორმაციაზე „ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ“, განცხადებას ავრცელებს

March 10, 2026
მთავრობის ადმინისტრაცია სატელევიზიო დებატების დროს გაჟღერებულ ინფორმაციაზე „ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ“, განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სატელევიზიო დებატების დროს გაჟღერებულ ინფორმაციას ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც ქონება გაასხვისა, შემდეგ კი კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა.

„გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ააიპ „ცოდნის ფონდი“. კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტზე და ზოგადად, სანქციებზე, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია” – ლევან მახაშვილი
  • “ევროკავშირმა ყულევის პორტი ამოიღო სასანქციო სიიდან” – რომან გოცირიძე
  • ირანის თავდასხმების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის 191 მოქალაქე დაშავდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge