თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი ანწუხელიძის სტენსილის გაკეთების უფლება არ მისცა.
გუშინ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილის აღდგენას ცდილობდნენ, რა დროსაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
გვიან ღამით, პოლიციელებმა სტენსილები დალუქეს, აქტივისტები კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ოთხივე მათგანი გაათავისუფლეს.
როგორც აქტივისტმა ცოტნე ჯაფარიძემ “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, პოლიციელებმა სტენსილის გაკეთების გამო ის, გიგლა ყანჩაველი და გიორგი ცქვიტინიძე ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნეს.
