Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა

March 8, 2026
ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა

ყოფილი პატიმარი აკაკი გულიაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხედველობა ციხეში მიღებული ტრავმისა და არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო დაკარგა.

30 წლის მამაკაცი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში, ციხის აბაზანაში დაცემის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, მაშინ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.

გულიაშვილის განცხადებით, დღეს მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მხედველობის აღდგენა ვერცერთ თვალზე ვერ მოხერხდა. ის ამბობს, რომ სრულად დაბრმავდა.

ყოფილი პატიმარი ასევე ასახელებს პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს და ამტკიცებს, რომ პირადი კონფლიქტის გამო მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, სწორედ დავით დარასელიას მითითებით მოქმედებდა სამედიცინო პერსონალიც, რის გამოც, მისი თქმით, სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა.

“გვიანი იყო აბაზანაში რომ გავედით. ფეხი ამისრიალდა და დავარტყი თავი და სრულიად დავკარგე მხედველობა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადამიღეს არასრულფასოვნად, თალბუდეზე კონტრაქსტით არ მაქვს გადაღებული და რა დიაგნოზიც მერე დამესვა მე, თურმე სჭირდებოდა ამას კონტრასტული საშუალებით გადაღება თალბუდეზე. და, ამ კონტრასტულმა საშუალებამ გამოიწვია მერე ალერგიული ფონი. ანუ თალები დამისივდა, დამიჩირქდა და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, რაც სამედიცინო ბარათში საერთოდ არ შეუტანიათ. მხედველობის დაკარგვის ფონზე გადამიყვანეს მე-18 დაწესებულებაში და მხედველობა დაკარგული ადამიანი კიდევ რაღაც რომ აწუხებს, საშინელებაა. მოვუყევი ყველაფერი და საერთოდ არ მიიჩნიეს არც იქ და ამიყვანეს კვლავ ემერტეზე ისევ და კონტრასტულმა საშუალებამ ალერგიული ფონი კიდევ მომცა და ყველაზზე უბედურება ის არის, რომ არასრულად გადამიღეს კიდევ, თვალბუდეზე არ გადამიღეს რეალურად. დირექტორს, დავით დარასელიას, რაც შეეძლო მაგ ადამიანს, რისი დაშავებაც შეეძლო, ყველაფერი დამიშავა – ტელეფონს მიკრძალავდა, სამი-ოთხი თვე სახლში ვერ ვრეკავდი, განცხადებები არ იგზავნება, განცხადებებს არ აგზავნიან პრემიერ-მინისტრის სახელზე, დეესკალაციაში მსვამდა. ინტერესთა კონფლიქტი იყო თვითონ მე-12 დაწესებულების თანამშრომლებმა რაც მითხრეს თათბირზე რას იძახდა დავით დარასელია ჩემზე, როგორ უნდა მომქცეოდნენ და მინდა, გაშუქდეს ეს ყველაფერი, რომ სხვა ასე ვერ დაჩაგროს დავით დარასელიამ”, – ამბობს აკაკი გულიაშილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში შერჩევა დაიწყო – გუნდი უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს
  • ქუთაისში ყვავილების მაღაზია გატეხეს
  • საქართველოს საპენსიო ფონდი – 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge