BBC ვრცელ სტატიას ავრცლებს იმის შესახებ თუ, როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე.
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების იერიშმა სამხრეთ კავკასიაში შიში გაამძაფრა, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები, რომლებსაც BBC ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, რეგიონისთვის “შესაძლებლობების ფანჯარადაც” იქცეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანისგან სასწრაფო განმარტება მოითხოვა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი მეზობელი ქვეყანა სიმხდალესა და ტერორიზმში დაადანაშაულა. ეს განცხადებები მოჰყვა ხუთშაბათს ნახიჩევანის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც, სავარაუდოდ, ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „აგრესიის ეს აქტი პასუხგაუცემელი არ დარჩება“. მათივე ინფორმაციით, ოთხი გამოგზავნილი დრონიდან ერთის ჩამოგდება მოხერხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის კვამლი ტერმინალის შენობიდან. კიდევ ერთი დრონი, ბაქოს მონაცემებით, ადგილობრივ სკოლასთან ჩამოვარდა. ირანის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარტყმებს კატეგორიულად უარყოფენ.
მოვლენების სწრაფი განვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ერთი რამ აერთიანებს: ამ დრომდე არცერთ მათგანს ოფიციალურად არ დაუკავებია რომელიმე მხარის პოზიცია აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომში. აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, როგორც ჩანს, მოვლენებს შორიდან აკვირდებიან.
როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე – BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების იერიშმა სამხრეთ კავკასიაში შიში გაამძაფრა, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები, რომლებსაც BBC ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, რეგიონისთვის “შესაძლებლობების ფანჯარადაც” იქცეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანისგან სასწრაფო განმარტება მოითხოვა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი მეზობელი ქვეყანა სიმხდალესა და ტერორიზმში დაადანაშაულა. ეს განცხადებები მოჰყვა ხუთშაბათს ნახიჩევანის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც, სავარაუდოდ, ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „აგრესიის ეს აქტი პასუხგაუცემელი არ დარჩება“. მათივე ინფორმაციით, ოთხი გამოგზავნილი დრონიდან ერთის ჩამოგდება მოხერხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის კვამლი ტერმინალის შენობიდან. კიდევ ერთი დრონი, ბაქოს მონაცემებით, ადგილობრივ სკოლასთან ჩამოვარდა. ირანის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარტყმებს კატეგორიულად უარყოფენ.
მოვლენების სწრაფი განვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ერთი რამ აერთიანებს: ამ დრომდე არცერთ მათგანს ოფიციალურად არ დაუკავებია რომელიმე მხარის პოზიცია აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომში. აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, როგორც ჩანს, მოვლენებს შორიდან აკვირდებიან.
პოლიტოლოგი ფარჰად მამედოვი აეროპორტზე თავდასხმას ირანის მხრიდან „უმადურობას“ უწოდებს, რადგან ბაქო კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მისი თქმით, რადგან საბრძოლო მოქმედებები ირანის სამხრეთით მიმდინარეობს, ჩრდილოეთზე (აზერბაიჯანზე) დარტყმა შემთხვევითობა ვერ იქნებოდა. თუმცა, არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში არ არის ამერიკული ბაზები, რომლებზეც იერიშის მიტანა ლოგიკური იქნებოდა.
“ირანში ახლა მართთვის სრული ქაოსია. გაუგებარია, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს დარტყმების შესახებ“, – წერს მამედოვი. ექსპერტთა ნაწილი კი შიშობს, რომ “გაჩუმების“ ტაქტიკა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს და ომის ტალღამ კავკასიამდეც მოაღწიოს.
აზერბაიჯანი და “სამხრეთ აზერბაიჯანი”
ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ნავთობის ფასის ზრდით (86$ ბარელზე) დროებით სარგებელს კი იღებს, მაგრამ ირანში ომი აუცილებლად გამოიწვევს იმ პროდუქტების გაძვირებას, რომლებიც იქიდან შემოდის. ომის დაწყებისთანავე ირანმა სურსათის ექსპორტი შეწყვიტა. ცნობისთვის, გასულ წელს აზერბაიჯანმა ირანიდან 633 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა.
თუმცა საკითხი მხოლოდ ეკონომიკაში არ არის. აზერბაიჯანს ირანთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს, ხოლო თავად ირანში უფრო მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (12-დან 22 მილიონამდე), ვიდრე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
საქართველო და რეგიონული შანსი
საქართველოს ირანთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, თუმცა ის ათასობით ირანელისთვის იქცა თავშესაფრად. იანვარში, ირანში მიმდინარე პროტესტების დროს, თბილისში მცხოვრები ირანელები ქუჩაში ამერიკის დროშებით გამოვიდნენ.
საქართველოს ეკონომიკური კავშირი ირანთან ყველაზე მცირეა (230 მლნ დოლარი), რაც ქვეყანას უფრო მეტ მანევრის საშუალებას აძლევს. ექსპერტი გიორგი მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტში მხარის დაკავება სახიფათოა, თუმცა სამხრეთ კავკასიისთვის „შესაძლებლობების ფანჯარა“ მართლაც იხსნება.
მისი თქმით, სანქცირებულ რუსეთსა და ირანს შორის მოქცეული კავკასიის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლი იზრდება. “სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ წარსულს ჩააბარონ კონფლიქტი და შექმნან ერთიანი რეგიონი. ფაშინიანის ვიზიტი თბილისში სწორედ ამ ერთიანი რეგიონის მშენებლობის ნაწილია. ეს შანსი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას”, – აღნიშნავს მჭედლიშვილი.
