როგორ არიდებს თავს “ტელეიმედი” სანქციებს? – კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე სრულ სქემას და კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს.
დონაძის თქმით, ბრიტანეთის მიერ “ტელეიმედის” დასანქცირების შემდეგ, მფლობელმა ჰოლდინგმა (GMPG) აამოქმედა კორპორაციული “ფარი”.
კორუფციის მკვლევარი, ლვლევებზე დაწყრნობით წერს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება მთელი ქსელი, რომელიც ერთიანი მართვის ქვეშაა მოქცეული.
დონაძე იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც შესაძლოა, აღნიშნულ სქემას მოჰყვეს.
ბრიტანეთის მიერ “ტელეიმედის” დასანქცირების შემდეგ, მფლობელმა ჰოლდინგმა (GMPG) აამოქმედა კორპორაციული “ფარი”. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება მთელი ქსელი, რომელიც ერთიანი მართვის ქვეშაა მოქცეული.
🔍 სანქცირებული ჰოლდინგის სრული ქსელი:
1️⃣ შპს უნიმედია – (სტრატეგიული “ფანჯარა”, რომელსაც 50/50-ზე ფლობს სანქცირებული GMPG და “რუსთავი 2”)
2️⃣ შპს თაჩ მედია (Touch Media)
3️⃣ შპს IMEDI FILMS
4️⃣ შპს ტელეკომპანია აისი
5️⃣ შპს ჯი-დი-ეს თი-ვი (GDS)
6️⃣ შპს რადიო იმედი
7️⃣ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 (როგორც უნიმედიას პარტნიორი)
8️⃣ საქველმოქმედო ფონდი-იმედი
9️⃣ შპს ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა
📍 მთავარი მიგნება: 10 თებერვალს, ერთსა და იმავე დღეს, ოთხ საკვანძო კომპანიაში (IMEDI FILMS, აისი, GDS, თაჩ მედია) სინქრონულად შეიცვალა დირექტორი. დღეს ამ მთელ ქსელს ერთი მმართველი ჰყავს!
⚠️ რატომ არის ეს საფრთხე?
როდესაც სანქცია მხოლოდ “ტელეიმედს” ეხება, ჰოლდინგი ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მეშვეობით აგრძელებს ფინანსურ ოპერაციებს, ყიდულობს საერთაშორისო ლიცენზიებს და იღებს სარეკლამო შემოსავლებს. პარტნიორობა “რუსთავი 2”-თან კი (უნიმედიას ნაწილში) ქმნის დამატებით ფილტრს საერთაშორისო ბანკების დასაბნევად.
დასკვნა: სანქციები უშედეგოა, თუ ის არ მოიცავს მთლიან კორპორაციულ ჯაჭვს. აუცილებელია ამ “კორპორაციული კვანძის” სრული ბლოკირება!,- წერს დონაძე.
