2023 წლიდან შოკოლადის ღირებულება გახუთმაგდა – ამის შესახებ კომპანია მონდელიზ საქართველოს წარმომადგენელმა, ზურაბ ლომსაძემ ფასების კომისიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შოკოლადის ფასების ზრდა დამოკიდებულია მარცვლეულის ღირებულებაზე.
“რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების მატება. ეს გამოწვეულია, ჩვენი ანუ მწარმოებლის შემთხვევაში, შოკოლადის მარცვლის ღირებულებით. ფასები დამოკიდებულია ნედლეულის ღირებულების ზრდაზე.
თუ შევხედავთ ნედლეულის ბაზარს მსოფლიოში, 2023 წლიდან შოკოლადის ღირებულება გახუთმაგდა. რაც ღირდა ერთი ტონა პროდუქტი, გახდა ხუთმაგი. აქედან გამომდინარე, მოტივაციით, რომ ფასი არ აგვესახა ბოლომდე, მივიღებდით ფასის დანგრევას, მომხმარებლის უკმაყოფილებას და ა.შ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
