Thursday, March 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძალა ერთობაშია“ – 7 მარტს საპროტესტო მარში გაიმართება

March 5, 2026
„ძალა ერთობაშია“ – 7 მარტს საპროტესტო მარში გაიმართება

„ძალა ერთობაშია“ – ამ სახელწოდებით, 7 მარტს საპროტესტო მარში გაიმართება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეკრება 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება. მსვლელობა სწორედ ფილარმონიდაან პარლამენტამდე გაიმართება.

როგორც ისინი განმარტავენ, შაბათს დაგეგმილი მარში „ეძღვნება ერთიანობის იდეას და ასევე, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, რათა ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“.

“საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება უწყვეტი სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის ღირსეული ცხოვრება და დაცულობა.
დღეს, ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობითი მოდელის მქონე, მცირე ჯგუფის მიერ იმართება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ქართველი ხალხის დაყოფისა და ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის გამოყენებით ახერხებს.
ქართველი ხალხის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ივანიშვილის მიერ ინიცირებული შუა გაკრეფის გზა და ხალხის ხელოვნურად ერთმანეთთან დაპირისპირება დასასრულებელია. ქართველებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენი ხალხი ცხოვრობს საერთო პრობლემებითა და საერთო მომავლის რწმენით.
საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია ერთიანი სტრატეგით არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის გაძლიერება, სწორედ უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
მივესალმებით პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ალიანსის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოიცვას სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფებიც. დადგა დრო, ყველამ ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებაზე — გავაძლიეროთ ყველაფერი, რაზეც ვთანხმდებით, და შევასუსტოთ ის, რაც გვყოფს. ეს ჩვენს ხელშია. მხოლოდ საერთო თანხმობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას და საქართველოს დაბრუნებას ევროპული კეთილდღეობის გზაზე.
ამიტომ, ამ შაბათის მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ფართო საზოგადოებას აკისრია.
გაზაფხული ყოველთვის ნიშნავს განახლებას, სიცოცხლეს და ახალი ეტაპის დაწყებას. სიმბოლურია, რომ გაზაფხულის დაწყებასთან ერთად გადაიდგა პირველი არსებითი ნაბიჯები ამ ერთიანობის საჩვენებლად, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი.
ამიტომ, შაბათის მარშის სახელი, ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური დევიზი – „ძალა ერთობაშია“ – იქნება”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • “უნგრეთი მზადყოფნაშია” – ვიქტორ ორბანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge