2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა – „საქსტატი“.
2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.1%-ით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის თანახმად, 2025 წელს აეროპორტებმა მიიღო 4.2 მლნ მგზავრი (14.2 %-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 4.3 მლნ მგზავრი (14%-ით მეტი).
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა – „საქსტატი“2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა – „საქსტატი“
2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.1%-ით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის თანახმად, 2025 წელს აეროპორტებმა მიიღო 4.2 მლნ მგზავრი (14.2 %-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 4.3 მლნ მგზავრი (14%-ით მეტი).
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
„2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.9 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1 პროცენტი – გაგზავნილი.
2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 740.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 154.1 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 42.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 ერთეული საჰაერო ხომალდი, რომელთა 77.4 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6 პროცენტს — სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9 პროცენტს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4 პროცენტს — 51-150 ადგილი, ხოლო 16.7 პროცენტი იყო 151-250 ან მეტი ადგილით.
ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი, 26 სამგზავრო გასასვლელი და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
