Wednesday, March 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განაცხადს განვიხილავთ” – სებ

March 4, 2026
“თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განაცხადს განვიხილავთ” – სებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა “ტელეიმედმა” ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლების, “ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით”, რამდენიმე თვეში, საკუთარი ბანკის შექმნა დააანონსა, BMG-მ სებ-ს ჰკითხა: „შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით – ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?“

“ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს”, – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.

რაც შეეხება კომერციული ბანკის ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და პროცედურებს, სია საკმაოდ ვრცელია. მაგალითად: ძირითადი სალიცენზიო მოთხოვნებია – საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის ოდენობით; ასევე, ბანკის შექმნის მსურველი ვალდებულია წარადგინოს ბიზნესგეგმა, რაც უნდა მოიცავდეს ბიზნესსტრატეგიას; მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას და ა.შ. გარდა ამისა, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა იყოს გამჭვირვალე. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით და ა.შ.

კომერციული ბანკის ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა გაწერილია “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და რამდენიმე ნორმატიული აქტით, მათ შორისაა: კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი, კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება და სხვა. ყველა აქტი საჯაროა და განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოსა და მსოფლიო ბირჟებზე
  • ნატო-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო
  • საუდის არაბეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეციალური რეისი დღეს შესრულდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge