“ამ თბილ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ყოველ ჯერზე ამ შეხვედრების შემდეგ, პირველი, რასაც ვფიქრობთ ეს არის – როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, როდის გვექნება ამის სიამოვნება, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ ერთმანეთი. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას…” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.
