ფლაი – რადარის მონაცემებით, ამ წუთებში საქართველოსკენ გამოსაფრენად, ომანის დედაქლაქის აეროპორტიდან ავიაკომპანია “აირზენას” ბიზნეს ჯერტი ემზადება.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, პირმა, რომელმაც თავი “აირზენას” ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის თანაშემწედ წარადგინა, განაცხადა, რომ სპეცრეისი ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ შეუკვეთა და “ბორტზე კახა კალაძე არ იქნება”.
ამავე წყაროს ცნობით, ბორტზე იმყოფებიან ბიზნესმენები – ილია წულაია, ლაშა პაპაშვილი და ნოშრევან ნამორაძე.
“ბატონი თამაზი თბილისშია, არსად გაფრენილა, კახის [კალაძე] ჩამოსაყვანადაც არ გაფრენილა. სპეცრეისი არავის შეუკვეთავს, კახის არ შეუკვეთავს ჯერ. დამკვეთი აბსოლუტურად სხვაა, ტუილად დაელოდებით, კახი არ მოფრინავს. მაგის გარანატიას მე გაძლევთ, [დამკვეთები] სხვა კერძო პირები არიან. კი [საევაკუაციოდ] გაფრინდა. დამკვეთი არის ერთი კაცი, ნოშიკო” – თქვა პირმა, რომელმაც თავი გაიშვილის თანაშემწედ წარადგინა.
დღეს დედაქალაქის მერიამ დაადასტურა, რომ კახა კალაძე აბუ-დაბიშია “ჩარჩენილი” და გამოფრენას ვერ ახერხებდა.
