Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ირანში, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბის სკოლაში, აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 45.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.
