გამოცემა New York Times-ის ჟურნალისტი ავრცელებს სატელიტურ სურათს, რომელზეც თეირანში ისრაელის იერიშების შედეგად განადგურებული აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია ჩანს.
“ჩვენ მივიღეთ აიათოლა ალი ხამენეის თეირანში მდებარე სასახლის პირველი თანამგზავრული ფოტოსურათი. იქ რამდენიმე დანგრეული შენობაა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, ეს შენობა, როგორც წესი, მის ოფიციალურ რეზიდენციად გამოიყენება” – წერს New York Times-ის კორესპონდენტი X-ზე და ფოტოს აქვეყნებს.
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ხამენეი იმ რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს შორის იყო, რომლებიც დღეს დილით ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმების სამიზნე გახდნენ, თუმცა შედეგები უცნობია.

