საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეოს საბჭოს წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, “იმედი” და PosTV-ი არ არის მედია, “ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის რბილი ძალის ძლიერი ინსტრუმენტი, იარაღი”.
ლიკა ბასილაია-შავგულძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდნენ და ახლაც ეხმარებიან “საქართველოში საზოგადოების აზრის მოტრიალებაში დასავლეთის ვექტორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით”.
“იმედი” და PosTV, ეს არ არის მედია, არ არის მედიაორგანიზაცია თავისი არსით, ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის რბილი ძალის ძლიერი ინსტრუმენტი, იარაღი იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ცდილობენ ზუსტად შეასრულონ საქართველოში რუსეთის დავალება, გახლიჩონ ხალხი, წაჰკიდონ ხალხი ერთმანეთს, მოუგონონ ადამიანებს ჭორები და შეაძულონ ადამიანებს ადამიანები, ნახევარი სიმართლით, რომელიც უძლიერესი იარაღია საუბედუროდ და მუშაობს ჩვენთან, ტყუილებით. რას აღარ ბოდავდნენ, დაწყებული დასავლეთის ლანძღვით, დამთავრებული ოპოზიციის ლანძღვით. ეს არ არის ინფორმაცია, რასაც ისინი აწარმოებენ, ეს არის დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა. ზუსტად იგივე ერთი-ერთში, რასაც აკეთებს მარგარიტა სიმონიანი თავის ქვეყანაში, იმას აკეთებს მაგალითად მაგდა ანიკაშვილი.
არ უნდა განვიხილოთ [“იმედი” და PosTV] როგორც მედია, ეს არის რუსული რბილი ძალის მძლავრი იარაღი, რომელიც ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილს, ეხმარებოდა და ახლაც ეხმარება საქართველოში საზოგადოების აზრის მოტრიალებაში დასავლეთის ვექტორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის ყოველ დღე…” – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
