“ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ “ოცნება” არ აპირებს ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს” – ირაკლი კობახიძე.
“ოცნების” პრემიერის მტკიცებით, ბრიტანეთის ელჩი “ტრაგიკულ მდგომარეობაში” აღმოჩნდა და ეს მდგომარეობა “დამძიმებას” არ საჭიროებს.
“რა თქმა უნდა – არა. ელჩი თვითონ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შეფასებით, მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებების ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია, ჩვენ არ უნდა დავამძიმოთ, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობის ტრაგიზმი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია დიფ სთეითიდან. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება, ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს “დიფ სთეითს”. ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ, თუმცა ერთი და იმაზე ვსაურობთ” – განაცხადა კობახიძემ.
