“ჩვენ სუბიექტურად 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ სუბიექტურად 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღეს ხედავთ, რომ მთლიანად არის ოპოზიცია მართლა ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებში კიდევ უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, მარტივად არის საქმე” – ირაკლი კობახიძე
