ოცნების პოლიტსაბჭოს შემდეგ კობახიძე განცხადებას ავრცელებს – “აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს”.
“ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიანპერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება.
ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი.” – თქვა ირაკლი კობახიძე.
