ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„დღეს ჟენევაში მივდივარ აშშ-ის გუნდთან ჩვენი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩასატარებლად. ბოლო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით გარკვეული ურთიერთგაგების პოვნა და ვფიქრობ, ამ ურთიერთგაგების საფუძველზე შეგვიძლია, შევქმნათ რაღაც, შეთანხმების სახით. ვფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული გარიგების მიღწევა შესაძლებელია. მზად ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, რასაც ვითხოვთ. მჯერა, რომ ჟენევაში არსებობს შესაძლებლობა, მივაღწიოთ შეთანხმებულ გადაწყვეტას, რომელიც იქნება სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.
