Friday, February 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

February 20, 2026
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

სასამართლო პროცესს არ ესწრება დანარჩენი ორი ბრალდებულიც, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, როგორც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაცხადა, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ „მიქაძემ დღევანდელ სხდომაზე მობრძანება არ ინება”.

ძმებ მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განმარტებით, ბრალდებულმა სასამართლოზე გამოცხადებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ბოლო რამდენიმე პროცესია, „სასამართლოს გარეთ პროცესები ესკალიზებულია”.

ამ წუთებში სასამართლოში „თბილისი თაუერსის” ადმინისტრატორი აძლევს ჩვენებას.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი” – რას ყვება ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი
  • “ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა – საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მომართავენ თხოვნით და მოინანიებენ” – პროკურატურა
  • ,, აღებული აქვთ ჩემი განცხადებები, შპარგალკასავით და მიყვებიან ერთი-ერთში და იჭერენ. ერთ კაცზე მითხარით, რომ ლევან შეცდი” – ლევან ხაბეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge