გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.
“რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.
პროკურატურამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.
გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.
უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელზეც უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩამოურეცხავი ტვირთი ხელისუფლების კისერზეა”- წერს გია ხუხაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
