Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“მსურს, საჯაროდ მოგიხადო ბოდიში, კრის, ზღვარი გადავკვეთე” – უილ სმიტის მიმართვა

March 29, 2022
“მსურს, საჯაროდ მოგიხადო ბოდიში, კრის, ზღვარი გადავკვეთე” – უილ სმიტის მიმართვა

ოსკაროსანმა მსახიობმა უილ სმიტმა კრის როკს საჯაროდ ბოდიში მოუხადა ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინდიცენტის გამო და დაწერა, რომ მისი მოქმედება ემოციებით იყო განპირობებული. სმიტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დამანგრეველია.

“ნებისმიერი ფორმის ძალადობა მომწამვლელი და დამანგრეველია. ჩემი საქციელი გასული ღამის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იყო მიუღებელი და დაუშვებელი. ხუმრობები სამსახურის ნაწილია, მაგრამ ხუმრობა ჯადას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემთვის ზედმეტი იყო და ემოციურად ვიმოქმედე.

მსურს, რომ საჯაროდ მოგიხადო ბოდიში, კრის. ზღვარი გადავკვეთე და არასწორი ვიყავი.  მრცხვენია და ჩემი ქცევები არ შეესაბამებოდა იმ კაცისას, ვინც მინდა რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არ არის”, –  დაწერა მსახიობმა ინსტაგრაზე.

ცნობისთვის, “ოს­კა­რის“ რი­გით 94-ე და­ჯილ­დო­ე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, Dolby Theatre -ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ვან­და სა­იკ­სი, ემი შუ­მე­რი და რე­გი­ნა ჰოლი უძღვე­ბოდ­ნენ.

ცერემონიალის არსობრივი მხარე სკან­და­ლმა გადაფარა – ყველასთვის მოულოდნელად უილ სმი­ტი სცე­ნა­ზე ავი­და და კრის როკს სილა გა­აწ­ნა.

მსახიობის აგრესია კომიკოსის ხუმრობამ გამოწვია, რომელიც უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობას უკავშირდებოდა.

“ჯე­ი­და, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს რო­დის ვი­ხი­ლავ“, – თქვა მან, რის შემდეგაც სმი­ტი სცე­ნა­ზე აიჭ­რა, როკს და­არ­ტყა, ად­გილ­ზე დაბ­რუნ­ებულმა, კი ყვირილით მიმართა: “ჩემი ცო­ლის სა­ხელს შენი სა­ძა­გე­ლი (დედა მ***ი) პი­რით ნუ ამ­ბობ!”

კრის რო­კის ხუმ­რო­ბა 1997 წლის ფილ­მს – “GI Jane”-ს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს დემი მური გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით ას­რუ­ლებს.

კომიკოსის ერთგვარი უწყინარი იუმორი, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი გახლავთ, რადგანაც, ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა.

მან არაერთხელ ისა­უბ­რა აღნიშნულ პრობ­ლე­მა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რა­საც ალო­პე­ცი­ა იწვევს. თუმცა, ეს მას პესიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: “იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე”.

კინოაკადემიამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სმიტის ქმედება დაგმობილია და ნათქვამია, რომ ინციდენტის ირგვლივ გამოძიება დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შესახებ განცხადება ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, კრის როკი არ აპირებს, უილ სმიტს უჩივლოს, თუმცა პოლიციის დეპარტამენტი დასძენს, თუ კომიკოსი გადაიფიქრებს, მომხდარს გამოიძიებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge