Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ…” – რას წერს დომენიკ მანგო

March 28, 2022
“ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“ – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იმყოფებოდა, ომის ფონზე ეკონომიკური კრიზისის შესახებ წერს და საზოგადოებას რაციონალური აზროვნებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს დიდი კრიზისები ელოდება. არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება. საწვავზე, ელექტრო ენერგიაზე და გაზზე გაიზრდება გადასახადები, შესაბამისად გაძვირდება პროდუქტებიც. შეიცვლება სოციალური მდგომარეობა, სახელმწიფოები ვერ გაუმკლავდებიან გლობალურ კრიზისებს და ვერ უპასუხებენ იმ ხალხს, ვინც ვერ გააცნობიერებს გლობალურ მიზეზებს. ამ ვითარებაში ყველამ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში სიმშვიდის ძალა, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავებს და დააჩქარებს კრიზისს.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განიცდის ფასების ზრდას. საწვავის გაძვირება მხოლოდ დასაწყისია, სამომავლოდ კი კიდევ უფრო დიდი კრიზისები ემუქრება მსოფლიოს. ზურგი ვაქციეთ რუსეთს, რომელიც დედამიწის ნახევარია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დანარჩენი ქვეყნები მარტივად გაუმკლავდება ამ დანაკარგს, ეს ასე არ იქნება. ათწლეულები დასჭირდება დედამიწას, რომ დაუბრუნდეს მშვიდობას. ახლა ომი არ ხდება მხოლოდ უკრაინაში, ყველაზე დიდი და სასტიკი ომი ეკონომიკური ომია, რომელიც ხალხის ზურგზე გადაივლის და ეს ხალხი არა მხოლოდ ქართველები, არამედ ყველა იქნება დედამიწის ზურგზე. რასაც ახლა ხედავთ, აისბერგის წვერია ჰორიზონტზე.
რა თქმა უნდა, რუსეთი შავ ლაქად გადაიქცევა და მოხდება რუსეთის იზოლირება დანარჩენი ცივილიზებული ქვეყნებისგან, მაგრამ გადაწყობის პროცესში აუცილებლად შეიქმნება კრიზისები. მაღალი თვითშეგნება ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში, რადგან თუ ცხოველური ინსტინქტები სძლევს კაცობრიობას, არაფერი კარგად არ იქნება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს ჰიბრიდულ ომში და პასუხი ამ ომში რაციონალურობაა.
იპოვეთ საკუთარ თავში სიმშვიდე და მშვიდად გაუმკლავდით კრიზისებს, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობასთან, კიდევ უფრო დაამძიმებს და გაამწვავებს ამ პროცესს. თუ ხალხი არ დაიწყებს რაციონალურად აზროვნებას და არ ჩაუღრმავდება იმ ზოგად მდგომარეობას, რომელიც ახლა დედამიწაზეა, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეეჭიდება ქაოსს, რომელსაც ხალხი შობს. იაზროვნეთ”, – წერს დომენიკ მანგო “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „როცა ეს ამბავი გავრცელდა, მე დავინახე, რომ ადამიანები ტიროდნენ…“ – რას ჰყვება საქართველოში გერმანიის ელჩი?
  • 🎥 რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს კადრებს აქვეყნებს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge