Saturday, February 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე – ილიაუნის კურსდამთავრებულები

February 14, 2026
ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე – ილიაუნის კურსდამთავრებულები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ ე.წ განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. მათი თქმით, ე.წ რეფორმის მიზანი ილიაუნის უნივერსიტეტის განადგურებაა.

“ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ.

შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში.

ილიას უნივერსიტეტმა აღზარდა პროფესიონალთა თაობები, რომელთა წარმატება არ არის შემთხვევითობა – ეს არის იმ ინტერდისციპლინური გარემოს შედეგი, რომლის გაუქმებასაც დღეს „რეფორმის“ სახელით ცდილობენ.

ჩვენი პროფესიული წინსვლა სწორედ იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ „არაპროფილურად“ მიიჩნევს და სტუდენტების მიღებას უკრძალავს.

მიგვაჩნია, რომ:
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას;

ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს;

ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე. ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება;

უზრუნველყოფილ იქნას საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლესს განათლებას;

დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია”- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა
  • საპროტესტო აქცია თბილისში, ირანის საელჩოსთან
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge