რუსებმა ხერსონს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა კორაბელნის რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც, 8 ქალი დაშავდა. დაშავებულებს თავის ტრავმები და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულთაგან ორი მათგანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.
